воскресенье, 17 мая 2015 г.

მეცხრე დღე

დღეს გავაკეთეთ პროექტის ფარგლებში შესრულებულინამუშევრების პრეზენტაცია. თითოეულ ჩვენთაგანს ყავდა თეთრი და შავი ოპონენტი, რომლებიც ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეზე საუბრობდნენ. საინტერესო იყო. თვალნათლივ დავინახეთ 9 დღის შრომის ნაყოფი. :)))))))) ისე  სწრაფად გაირბინა ამ დღეებმა, რომ გული მწყდება რომ მთავრდება. ძალიან ბევრი და სასარგებლო რჩევა მივიღე. მადლობა გვანცა სალიას ასეთი თბილი, სამუშაო და თანამშრომლობითი გარემოსათვის.ჩემი ტრენინგისმოლოდინი გამართლდა.

суббота, 16 мая 2015 г.

მერვე დავალება

სახარბიელო და საინტერესო დღე იყო. ბევრი საჭირო რამ ვისწავლეთ. საჭირო ბმულები მივამაგრეთ ჩვენს ბლოგებს და ეხლა უფრო ადვილად მოვძებნი საჭირო ბმულებს.საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს ჩემს მოსწავლეებსაც გავუზიარებ. სწავლა უფრო საინტერესო და სახალისო გახდება მათთვის.

вторник, 12 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

წვიმიანი დღე იყო და ცოტა უხასიათოდ წავედი ტრენინგზე, მაგრამ მალე განწყობა შემეცვალა :)))) გარდნერისა და ბლუმის დავალებების მატრიცა მომეწონა და ეხლა ზუსტად ვხედავ რომელ კლასში როგორ გამოვიყენებ. მოსწავლეებიც უფრო ხალისიანად ისწავლიან. ყოველთვის ვცდილობდი დავალებები გამენაწილებინა ადამიანის მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინებით, ეხლა კი ამის საშუალება უკეთ  მომეცა. :)))))) გილოცავთ ანდრიაობას!  წმინდა ანდრია პირველწოდებულმა დაგვიფაროს ყველა მართლმადიდებელი !

воскресенье, 10 мая 2015 г.

მეექვსე დღე

დღეს ძალიან დამეღალა ტვინი, ეს იმის ნიშანია რომ ტვინს კარგი ვარჯიში მოუწია. :)))) მოსწავლის ნამუშევრის შექმნა ყველაზე მეტად მერთულა, ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეული ვარ ყველაფერი დავინახო რთულად. ხშირად მიფიქრია მოსწავლის განწყობაზე და შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ დღევანდელი დღის შემდეგ უკეთ დავინახე ჩემი სამუშაოს დაგეგმვის  საჭიროებები. მადლობა ღმერთს, რომ მოვხვდი ამ ტრენინგზე და მომეცა საშუალება გავზრდილიყავი პროფესიონალურად. მადლობა, გვანცას ასეთი გულისხმიერებისათვის, მოთმინების უნარისათვის და კომპეტენტურობისათვის . :)))))

суббота, 9 мая 2015 г.

მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემ საშუალება მომცა უკეთესად დამენახა ჩემი გეგმის სუსტი მხარეები, ამაში დამეხმარა ჯგუფის წევრების გეგმების განხილვა და უკუკავშირების გაკეთება. ბევრი საჭირო და მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილე ყურადღება. მიხარია ის, რომ მეგობრული და საინტერესო გარემოა. :)))))

воскресенье, 3 мая 2015 г.

მეოთხე დღე





საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო. მომეწონა შეფასების დროის ჩარჩოზე მუშაობა. მეთოდები დავუკავშირე განსახორციელებელ ინსტრუმენტებს. გავიგე შეფასების ხუთი მიზნის შესახებ. მიხარია ის, რომ დადებითად დამუხტული მივდივარ ინტელის ყველა ტრენინგის შემდეგ.  :)))