воскресенье, 26 апреля 2015 г.

მეორე დღე

     საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა იყო. თითოეულმა ჩვენთაგანმა ისაუბრა თავისი პროექტის იდეის შესახებ. გამიტაცა ძალიან განხილვამ. ზოგადი და შენაარსობრივი კითხვების სპეციფიკის გაცნობის შემდეგ, ვფიქრობ ჩემს სამუშაოს დავგეგმავ ამ ეტაპების გათვალისწინებით.
     ბუკლეტების შაბლონები ძალიან მომეწონა. გამიადვილდება მიშაობა.
     ჩემი მოლოდინი დღესაც გამართლდა. :)))))

суббота, 25 апреля 2015 г.

პირველი დღე

    გათენდა ლამაზი, მზიანი დღე და სიხარულით გავეშურე ინტელის ტრენინგზე. მიხაროდა გვანცა სალიასთან შეხვედრა, რადგან ვიცი ბევრ საინტერესო და გამოსადეგარ სიახლეს ვისწავლი.
     ვატყობ ჩემი მოლოდინი გამართლდება. ძალიან მომხიბლა ინტელის სარეკლამო ვიდეომ (პროექტი ხიდის აგება). დადებითად დავიმუხტე და გამიჩნდა მოტივაცია გავხადო სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო ჩემი მოსწავლეებისათვის. პროექტებით სწავლება არის საინტერესო. ამაში დამეხმარება ეს ტრენინგ-კურსი.
    gmail.com-ის ფოსტას ნაკლებად ვიყენებდი, დღეს დავრწმუნდი მის უპირატესობაში. მარტივია სამუშაოდ და აქვს მრავალრიცხოვანი ფუნქცია.
    მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამონათვალი. ზუსტადაა აღწერილი თანამედროვე მოთხოვნები. ვიხელმძღვანელებ აუცილებლად.